Monday, July 6, 2015

დღე მეცხრე

რეფლექსია

დღეს გვქონდა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია და ბლოგზე ატვირთვა, რითაც დავასრულეთ ტრენინგი. ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგი დავიწყებული რამ გავიხსენე, ბევრიც შევიძინე. ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ყველას ვუსურვებ წარმატებებს!!!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Wednesday, July 1, 2015

მე-8 დღე

დღესაც, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი დავალებების შერჩევას სპეციალური საჭიროების მქონე და მაღალი აკადემიური მოსრების (განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული) მოსწავლეებისათვის.

Tuesday, June 30, 2015

მე-7 დღე

დღევანდელი დღეც ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი იყო.შევქმენით პროექტის რუბრიკა. განსაკუთრებით ხალისიანად ვიმუშავე შეფასების კრიტერუმებსა და ინდიკატორებზე. ძალიან კმაყოფილი ვარ!

Monday, June 29, 2015

მე-6 დღე

დღესაც, როგორც ყოველთვის, აქტიური დღე გვქონდა. გამოვყოფ მოსწავლის პრეზენტაციას, რომელზე მუშაობაც სახალისო, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი იყო. შევქმენით შესაბამისი სლაიდები.ყველამ ძალიან კარგად იმუშავა.

Friday, June 26, 2015

დღე მე-5

დღეს ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო. მუშაობის პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ვიმუშავეთ ასევე საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.