Monday, July 6, 2015

დღე მეცხრე

რეფლექსია

დღეს გვქონდა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია და ბლოგზე ატვირთვა, რითაც დავასრულეთ ტრენინგი. ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგი დავიწყებული რამ გავიხსენე, ბევრიც შევიძინე. ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ყველას ვუსურვებ წარმატებებს!!!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Wednesday, July 1, 2015

მე-8 დღე

დღესაც, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი დავალებების შერჩევას სპეციალური საჭიროების მქონე და მაღალი აკადემიური მოსრების (განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული) მოსწავლეებისათვის.

Tuesday, June 30, 2015

მე-7 დღე

დღევანდელი დღეც ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი იყო.შევქმენით პროექტის რუბრიკა. განსაკუთრებით ხალისიანად ვიმუშავე შეფასების კრიტერუმებსა და ინდიკატორებზე. ძალიან კმაყოფილი ვარ!

Monday, June 29, 2015

მე-6 დღე

დღესაც, როგორც ყოველთვის, აქტიური დღე გვქონდა. გამოვყოფ მოსწავლის პრეზენტაციას, რომელზე მუშაობაც სახალისო, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი იყო. შევქმენით შესაბამისი სლაიდები.ყველამ ძალიან კარგად იმუშავა.

Friday, June 26, 2015

დღე მე-5

დღეს ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო. მუშაობის პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ვიმუშავეთ ასევე საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.

Thursday, June 25, 2015

ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


დღე მე-4

დღეს შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლისთვის. შევისწავლეთ ასევე როგორ მოვამზადო პრეზენტაცია ჩემი სასწავლო პროექტისათვის, რასაც იმედი მაქვს, წარმატებით გამოვიყენებ ბავშვებთან მუშაობის დროს. 

Monday, June 22, 2015

მე-3 დღე

 დღეს ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე " ჩემი პროექტის დაგეგმვა"  და განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
   
  სტანდარტების გათვალისწინება;

 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება;

 განახლებული ბლუმის ტაქსონომია.

დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ, საინტერესოდ ვიმუშავეთ.

Sunday, June 21, 2015

დღე მე-2

პროექტისთ ვის საკითხს ჯერ კიდევ ვარჩევ, მაგრამ დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრიც გავიხსენე. ვიმუშავეთ  პუბლიკაციებზე. რაც შეეხება პროექტს, მასში ყველა მოსწავლეს მიეცემა შესაბამისი დავალება, რაც განაპირობებს თითოეული მათგანის აქტიურად ჩართვას, რაც საფუძველია პროექტის მიზნის მიღწევისა და შედეგზე გასვლისა.

რეფლექსია

ვარ მე-4 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მინდა პროექტისათვის  შევარჩიო მათთვის შესაფერისი საკითხი. ვფიქრობ, გრამატიკიდან იყოს აღებული.